2019-06-23 18:02:35, 13037 ნახვა
სპორტი
რუსმა დეპუტატმა ფიფას ქართველი ფეხბურთელების დასჯა მოსთხოვა
რუსმა დეპუტატი, იგორ ლებედევი მატჩებზე ქართველი ფეხბურთელების ატისაუკუპაციო ლოზუნგებით გამოსვლა გააღიზიანა და ფიფას მოუწოდა, რომ ქართველი ფეხბურთელების მიმართ შესაბამისი ზომები მიიღოს.
დუმის დეპუტატმა გამოთქვა მოსაზრება , თუ რა სანქციები უნდა დაეკისროთ ქართულ ფეხბურთის გუნდებსა და ფეხბურთელებს, ანტირუსული ლოზუნგების გამო. თბილისის ლოკომოტივის, რუსთავისა და ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელები მატჩებზე გამოვიდნენ ისეთი მაისურებით,რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას აღნიშნავდა. ლებედევმა აღნიშნა ,რომ საფეხბურთო მატჩებში პოლიტიკური ლოზუნგებით გამოჩენა აშკარა კანონდარღვევაა. რუსმა დეპუტატმა მოსთხოვა უეფას, გამოიძიოს ფაქტი და დასაჯოს მასში მონაწილე ფეხბურთის გუნდების ადმინისტრაცია, ფეხბურთელები ფულადი ჯარიმებითა და სამუდამო დისკვალიფიკაციით.
ავტორი: ექსპრესნიუსი,