05:33 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-20 16:20:06, 734 ნახვა

საზოგადოება
შავგულიძე: საფუძვლიანი ეჭვია, რომ იური ვაზაგაშვილის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს იგივე პირებმა, რომლებმაც მისი შვილის მიმართ

„საფუძვლიანი ეჭვია, რომ ეს დანაშაული ჩაიდინეს იგივე პირებმა, რომლებსაც ჰქონდათ ჩადენილი დანაშაული იური ვაზაგაშვილის შვილის მიმართ“, - ამის შესახებ ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“  წევრმა შალვა შავგულიძემ განაცხადა.

შალვა შავგულიძის განმარტებით, აუცილებელია, რომ გამოძიება სწრაფად წარიმართოს და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მასში მონაწილე პირები უმკაცრესად დაისაჯონ.

„არ მინდა გავუსწრო მოვლენებს, თუ ეს არის მკვლელობა, ეს არის ერთ-ერთი უსაზარლესი დანაშაული, რომელიც ჩვენ საერთოდ გვსმენია. აუცილებელია, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს, სრულყოფილი, ეფექტური გამოძიება და სიმართლე იცოდეს საზოგადოებამ. თუ დანაშაულია, მე დარწმუნებული ვარ, ის გაიხსნება, დამნაშავე დადგინდება და შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება მანამდე გამოუტანს ჯერ კიდევ ანონიმ დამნაშავეს თავის სასჯელს, უმკაცრესი საზოგადოებრივი მიუღებლობისა და გაკიცხვის სახით. როგორც ირინე ენუქიძემ გვიჩვენა დედობის მაგალითი, იური ვაზაგაშვილმა მამობის მაგალითი გვიჩვენა და თუ ეს დანაშაულია, ამ გრძნობის შებღალვა და შეურაცხყოფაა. როდესაც მამა იბრძოდა დაედგინა სიმართლე მისი შვილის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით კანონიერად იყო ის  ლიკვიდირებული, თუ მოკლული იყო უკანონოდ და ასეთ დროს მამის წინააღმდეგ ასეთი საზარელი დანაშაული ხდება. ასეთ შემთხვევაში საფუძვლიანი ეჭვია, რომ ეს დანაშაული ჩაიდინეს იგივე პირებმა, რომლებსაც ჰქონდათ ჩადენილი დანაშაული მისი შვილის მიმართ. ეფექტური და ნაყოფიერი გამოძიების იმედი მაქვს“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი, შვილის საფლავზე აფეთქდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics