2017-01-20 22:54:55, 4715 ნახვა
კულტურა
საქართველოს ევროვიზია 2017-ზე თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს
ევროვიზიის ეროვნულ კონკურსში თაკო გაჩეჩილაძემ გაიმარჯვა.
მომღერალი საკუთარი სიმღერით - Keep the Faith საქართველოს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, კიევში წარადგენს.
ეროვნული კონკურსის გამარჯვებული მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ 25 კონკურსანტს შორის, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს. თაკო გაჩეჩილაძემ ჟიურის წევრებისა და მაყურებლისგან ჯამში - 122 ქულა მოიპოვა.
ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა. საქართველოს შიდაშესარჩევ ტურში 25 კონკურსანტი მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, საქართველო ევროფესტივალზე წელს მეათედ წარადგენს კონკურსანტს. ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან