14:49 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-28 16:11:13, 1170 ნახვა

მსოფლიო
დევიდ ქემერონი: ბორის ნემცოვის ამაზრზენი მკვლელობით შოკირებული ვარ

„ეს მდაბიო ქმედება სრულიად სასწრაფოდ და გამჭვირვალედ უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები კი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ“, - ასე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობის ფაქტს.

როგორც ქემერონის განცხადებაშია აღნიშნული, ბორის ნემცოვი გამბედავი და იდეური ადამიანი იყო.

„შოკირებული ვარ ბორის ნემცოვის ამაზრზენი მკვლელობით, რომელიც მოსკოვის ცენტრში გასულ ღამეს მოხდა. ეს მდაბიო ქმედება სრულიად სასწრაფოდ და გამჭვირვალედ უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები კი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ.

ბორის ნემცოვი გამბედავი და იდეური ადამიანი იყო. ის არ იღლებოდა რუსი ხალხის უფლებების დაცვით და ითხოვდა მათთვის თავისუფლებისა და დემოკრატიის უფლებას, კანონის უზენაესობასა და რუსეთში კორუფციის აღმოფხვრას. ის აკეთებდა ამას ყოველგვარი შიშის გარეშე და არასოდეს არავის აძლევდა მისი დაშინების უფლებას. მის დამსახურებას აფასებდნენ ბრიტანეთში, მათ შორის მისი მეგობრის მარგარეთ ტეტჩერის გამო, რომელიც მისი მკვლელობის გამო შეძრწუნებული იქნებოდა.

ვუსამძიმრებ ბორის ნემცოვის ნათესავებსა და ახლობლებს. ბორის ნემცოვი მკვდარია, თუმცა მისი ღირებულებები არასოდეს მოკვდება“, - ნათქვამია დევიდ ქემერონის განცხადებაში.

შეგახსენებთ,  რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი გუშინ, მოსკოვის ცენტრში ჩაცხრილეს. მას ექსვი ტყვია ესროლეს, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics