14:01 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-26 17:14:40, 899 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარიასთვის პატიმრობის მისჯა რეპრესიების გრძელი ჯაჭვის ნაწილია - ევროკომისიის სპიკერი

ევროკავშირი ელენე ხოშტარიასთვის პატიმრობის მისჯას არაპროპორციულ ზომად აფასებს. ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა „პუბლიკის“ კითხვის პასუხად თქვა, რომ ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან მოქალაქეების მიმართ რეპრესიების გრძელი ჯაჭვის ნაწილია.

მისივე განცხადებით, ევროკავშირის გზავნილი მკაფიოა –  ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიასთვის 18-თვიანი პატიმრობის მისჯა არაპროპორციულია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ძირითადი დემოკრატიული სტანდარტების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც უწყვეტ რეპრესებს დემოკრატიის წინააღმდეგ, რომელიც უნდა დასრულდეს. ეს ოპოზიციის, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების გრძელი ჯაჭვის ნაწილია, ვინც ფუნდამენტური უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის იბრძვის.

ჩვენი გზავნილი მკაფიოა: ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“, – განაცხადა ანიტა ჰიპერმა.

ცნობისთვის, მოსამართლე გიორგი არევაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics