09:26 - 20 Apr, 2026
|
2026-03-10 13:30:47, 2774 ნახვა
პოლიტიკა
ტრამპის თქმით, ირანთან ომი ძალიან მალე დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედება „პატარა ექსპედიციად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ოპერაციამ „ბევრად უფრო სწრაფად მიაღწია შედეგს, ვიდრე მოსალოდნელი იყო“. ტრამპმა კომენტარი გააკეთა იმ ფონზე, როდესაც ირანთან ომის გამო ნავთობის ბაზარზე ძლიერი მერყეობა დაიწყო და ფასები ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმამდე გაიზარდა. მისი განცხადებების შემდეგ ნავთობის ფასი შედარებით შემცირდა და ბარელზე 90 დოლარზე დაბლა დაეშვა. ამასთან, პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, როდის დასრულდება სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ. მან განაცხადა, რომ ომი „ძალიან მალე“ დასრულდება. ტრამპის თქმით, სამხედრო კამპანია წარმატებით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)