12:03 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-03 22:44:39, 1578 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის პირობა დადო და ესპანეთის მთავრობას „საშინელ“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას გეგმავს, რომელსაც მან „საშინელი“ უწოდა ირანის წინააღმდეგ ოპერაციასთან დაკავშირებული მისი პოზიციის გამო.

მადრიდმა არ დაუჭირა მხარი ირანის ტერიტორიაზე დარტყმებს და უარი თქვა ამერიკულ ძალებს ამ მიზნით მისი ერთობლივად მართული სამხედრო ბაზების გამოყენების ნებართვაზე. ესპანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მადრიდსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება სამხედრო ობიექტების გამოყენებას მხოლოდ „საერთაშორისო სამართლის ფარგლებში“ უშვებს. პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა და ირანის საკითხის „დიპლომატიური“ გადაწყვეტის მომხრე გახდა.

ტრამპმა განაცხადა, რომ მადრიდმა ადრე უარი თქვა სამხედრო ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდაზე. „ისინი იყვნენ ნატო-ს ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა ხარჯების 5%-მდე გაზრდაზე“, - აღნიშნა მან თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ მერცთან შეხვედრის დროს. „არა მგონია, რომ ისინი დათანხმდებოდნენ მის რაიმე დონემდე გაზრდას. მათ სურდათ მისი 2%-ზე შენარჩუნება და ისინი 2%-საც კი არ იხდიან“.

აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ამერიკელ სამხედროებს შეეძლოთ ესპანეთის ბაზების გამოყენება, თუ ამას მოისურვებდნენ. მადრიდის პოზიციის მიუხედავად. „ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ჩავფრინდეთ და გამოვიყენოთ ის. არავინ გვეტყვის, რომ არ გამოვიყენოთ, მაგრამ ეს არც არის საჭირო“, - თქვა ამერიკელმა ლიდერმა.

მან ასევე გამოთქვა „გაოცება“ დიდი ბრიტანეთის პოზიციით, რომელმაც გადაწყვიტა, არ მიეღო მონაწილეობა კამპანიის შეტევით ნაწილში და შემოიფარგლა თავდაცვითი მხარდაჭერით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics