10:42 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-19 11:00:03, 4516 ნახვა

სხვადასხვა
რუსეთში მღვდლები და სასულიერო სემინარიის სტუდენტები სექსით მართლმადიდებლურ ეკლესიაში კავდებოდნენ

რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდში გავრცელდა სკანდალური ვიდეო, რომელიც გადაღებულია წმინდა ტიმოთესა და მოწამე ტატიანას მართლმადიდებლურ ეკლესიაში, სადაც ასევე მართლმადიდებლური გიმნაზია ფუნქციონირებს. არხი „საეკლესიო ამბები“ ამტკიცებს, რომ სემინარიის სტუდენტები და რამდენიმე მღვდელი ეკლესიაში სექსით კავდებოდნენ.

ვიდეოს მართმადიდებელი მღვდლების და სემინარიის სტუდენტების მონაწილეობით სხვადასხვა პორნო პლადფორმაზე ათავსებდნენ.

ეკლესიის რექტორმა, მღვდელმა გლოტოვმა დაადასტურა ვიდეოს ავთენტურობა, თუმცა დააკონკრეტა, რომ ის დიდი ხნის წინ არის გადაღებული.

საჯარო გვერდმა „საეკლესიო ამბები“ ვიდეო 15 აგვისტოს გაავრცელა. გადაღებები ეკლესიის გუნდში - საეკლესიო გალობის პლატფორმაზე მიმდინარეობდა.

შენობას ასევე იყენებს წმინდა კირილესა და მეთოდეს სახელობის მართლმადიდებლური გიმნაზია. ნიჟნი ნოვგოროდის სასულიერო სემინარიის კანცელარიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ინციდენტის შესახებ პირველად გაიგეს და გამორიცხეს მათი სტუდენტების მონაწილეობა.

რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განაცხადა, რომ ყველა მონაწილე იდენტიფიცირებული და დასჯილი იქნება. „ჰომოსექსუალობა ცოდვაა, ვიდეოში მონაწილეებმა თავიანთი ღრმა მორალური დაცემა გამოავლინეს“, - განაცხადა მიტროპოლიტის პრესმდივანმა პესტრეცოვმა.

მოსალოდნელია სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და შიდა გამოძიება.

ეკლესია რუსეთის ამ რეგიონში ყველაზე დიდია და საკათედრო ტაძრად ითვლება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics