14:01 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 12:03:25, 1144 ნახვა

კომენტარი
კალაძე: ენერგეტიკის მიმართულებით წინა ხელისუფლების დროს დაწყებული მუშაობა მისასალმებელია

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ენერგეტიკის სფეროში, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაწყებული ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება  დაასრულეს.

ამის შესახებ კალაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა, სადაც  დეპუტატებს  ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციას აცნობს.

მისივე თქმით, საქართველოს ხელიუსაფლებამ სწორი არჩევანი გააკეთა და დარწმუნებულია, უახლოეს მომავალში ყველა იმ რესურსს აითვისებენ, რომელიც ქვეყანას გააჩნია:

„წინა ხელისუფლების დროს დაწყებული ამ მიმართულებით მუშაობა არის მისასალმებელი. ჩვენ როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, მაშინვე ყველა იმ პროექტის განხორციელება დავასრულეთ, რომელიც იყო დაწყებული, რა თქმა უნდა, იყო პრობლემები, თუმცა იყო ბევრი გაკეთებული საქმე ამ მიმართულებით, და ის გზა, ის მიმართულება, რომელიც ჩვენ გვაქვს არჩეული, ვფიქრობთ და დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ეს არის სწორი მიმართულება, სწორი გზა, სწორი არჩევანი არის გაკეთებული ჩვენს მიერ, და რაც მთავარია, ჩვენ უახლოეს მომავალში შევძლებთ ავითვისოთ ის რესურსები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და რაციონალუად იქნეს გამოყენებული ჩვენი ხალხის, ქვეყნის საკეთილდღეოდ”,-განაცხადა კალაძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics