2022-02-09 16:13:56, 2412 ნახვა
Lifestyle
ინდოეთის ბულბულად წოდებული ლატა მანგეშკარი კორონავირუსით გარდაიცვალა
ცნობილი და ლეგენდარული ინდოელი კინომომღერალი ლატა მანგეშკარი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
წინასწარი მონაცემებით, მომღერალი კოვიდ-19-ით დაინფიცირდა და ჰოსპიტალიზირებული იყო. მანგეშკარმა რამდენიმე დღე გაატარა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
9-10 თებერვალი ქვეყანაში მომღერლის ხსოვნისა და მწუხარების დღეებად გამოცხადდა. ინდოეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მანგეშკარის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიიღო. პრემიერ მინისტრის ნარენდრა მოდის თქმით, ის გახდა "ინდური კულტურის მწვერვალი, რომლის მელოდიური ხმასაც შეუდარებელი ძალა ჰქონდა ხალხის დატყვევებაში".
ლატა მანგეშკარი ითვლება ინდური კინოს ლეგენდად 1950-1970 წლებში. მას ასევე უწოდეს "ინდოეთის ბულბული" და "მელოდიის დედოფალი", მას შეეძლო ემღერა 30 ინდურ ენაზე, მათ შორის ჰინდი, მარათჰი და ბენგალური. 2001 წელს მას მიენიჭა Bharat Ratna, ქვეყნის უმაღლესი არასამხედრო ჯილდო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,