14:07 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 18:33:19, 665 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: მთელი პასუხისმგებლობა არის პრეზიდენტის ინსტიტუტზე

კომისიაში, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს შეარჩევს, პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირები შევლენ.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მარგველაშვილმა განმარტა, მიუხედავად კანდიდატურების საზოგადოებისგან მიღებისა, მთელი პასუხისმგებლობა პრეზიდენტის ინსტიტუტს ეკისრება.
„ეს იქნება ადმინისტრაციაში დამომპლექტებული კომისია, რომელშიც შევლენ ჩემი ნდობით აღჭურვილი პირები, ანუ ჩემი მრჩევლები. მინდა საზოგადოებას გავახსენო, რომ ეს გადაწყვეტილება, რომ ასე ღიად გავხსნათ ეს პროცესი მიმდინარეობს იმ ფონზე, რომ პრეზიდენტს არანაირი ვალდებულება არ გააჩნია არა მხოლოდ კანდიდატურების საზოგადოებისგან მიღების, არამედ კონსულტაციებისაც კი, მაგრამ ამავე დროს, მთელი პასუხისმგებლობა არის პრეზიდენტის ინსტიტუტზე. შესაბამისად, რაც შეეხება კომისიას და წარმოდგენილი კანდიდატურების განხილვას შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე, ბუნებრივია, პრეროგატივას პრეზიდენტის ინსტიტუტი იტოვებს ადმინისტრაციის და მისი მრჩევლების ფარგლებში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაინტერესებულმა ჯგუფებმა თავიანთი კანდიდატურები 9 თებერვლამდე უნდა წარუდგინონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics