2015-01-28 14:23:16, 676 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმიდნარეობს.
პოლიტსაბჭოს წევრების ინფორმაციით, სხდომაზე მიმდინარე საკითხებს განიხილავენ, მათ შორის იური ვაზაგაშვილის საქმეს.
„ ერთ–ერთი საკითხი იქნება, თუ როგორ მიდის ძიება ვაზაგაშვილის საკითხთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი საზოგადოებისათვის საინტერესო თემა და ვფიქრობ, ამ საკითხზე დღეს მსჯელობა გვექნება““, – განაცხადა საპარლამენტო უმრვლესობის წევრმა თემურ ვახტანგიშვილმა.
უმრავლესობს წევრის ზურაბ ტყემალაძის თქმით, სხდომაზე პარლამენტის მუშაობასთან დაკავშრებულ საკითხებსაც განიხილავენ.
„მიმდინარე საკითხებს განვიხილავთ, არაფერი ისეთი განსაკუთრებული. საპარლამენტო ე.წ. არდადაგები მთავრდება და საუბარი გვექნება პარლამენტის მუშაობის თაობაზე, რომელიც თებერვალში განახლდება“, – აღნიშნა ტყემალაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან