2020-05-19 14:36:24, 15382 ნახვა
High - Tech
მტვერსასრუტების მწარმოებელი კომპანია ავტომობილს გამოუშვებს
Dyson-ინოვაციური მტვერსასრუტების კომპანია ექსპერიმენტს ატარებს და ელექტროავტომობილს უშვებს. ამის შესახებ კომპანიის დირექციამ ჯერ კიდევ შარშან შემოდგომაზე განაცხადა, მაგრამ ავტომობილის დიზაინი მხოლოდ ახლა ვიხილეთ.
ელექტროავტომობილი კოდური ნომრით «N526» 7 ადგილიანი კროსოვერია, რომელსაც ბატარეის ერთი დატენვით 950 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეეძლება. მანქანის წონა 2.6 ტონას შეადგენს.
გარეგნულად Dyson, Range Rover-ის მოდელებს წააგავს. ავტომობილის გაბარიტები-სიგრძე 5მ, სიგანე-2მ, სიმაღლე-1,7მ. ფოტოსურათებზე ყურადღებას მანქანის ფუტურისტული დიზაინის სავარძლები იქცევს.
პროტოტიპის შექმნაზე Dyson-მა 605$ მილიონი უკვე დახარჯა, მაგრამ არსებობს იმის ვარაუდი, რომ პანდემიის გამო კონცერნი ამ პროექტზე მუშაობას შეწყვეტს.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან