12:33 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 11:52:39, 1092 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადურმა ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

ავსტრიის დედაქალაქში მიმდინარე Euromoney-ის ფორუმის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ორმხრივი შეხვედრები გამართა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფროამციით, ფინანსთა მინისტრი და მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა ცნობილი ბანკებისა და საინვესტიციო ორგანიზაციების: Societe Generale -ის, Deutsche Bank-ის,  Barclays-ის და Banca IMI-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს საინვესტიციო  შესაძლებლობები, მიმდინარე ეკონომიკური პროცესები.   აგრეთვე, ისაუბრეს ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივაზე.

ფორუმის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა ასევე ინტერვიუ მისცა ჟურნალ  Euromoney-ის, რომელიც უახლოეს პერიოდში განთავსდება Euromoney-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics