22:58 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-18 11:28:51, 928 ნახვა

სამხედრო
ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში მორიგი კომბინირებული პატრულირება განახორციელეს

ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში ქართველმა სამხედროებმა მორიგი კომბინირებული პატრულირება განახორციელეს. IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედროებმა ქვეითი პატრულირება სოფელ საიაგანში ჩაატარეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ალფა“ ასეულის სამხედრო მოსამსახურეების მთავარი ამოცანა ადგილმდებარეობის შესწავლა, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმართულებით არაპირდაპირი ცეცხლის შეზღუდვა და ამბოხებულების თავისუფალი გადაადგილების აღკვეთა იყო. ქვეითი პატრულირების დროს, ქართველი ჯარისკაცები ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ და მათგან დასახლებულ პუნქტში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ქართველ სამხედროებთან ერთად ღონისძიებაში ამერიკელი საზღვაო ქვეითები და ავღანეთის უსაფრთხოების ძალები იყვნენ ჩართული.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. მათი მთავარი ამოცანა საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics