14:26 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-18 17:06:55, 6201 ნახვა

High - Tech
ექსპერტებმა iPhone X-ის ნამდვილი თვითღირებულება დათვალეს

iPhone X-"ეფლის" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული სმარტფონია, მაგრამ არის ის ამდენად ძვირი, თუ ეს ფასი, როგორც ტექნიკის მოყვარულები ამბობენ "ზედმეტად გაბერილია"? ამ კითხვას პასუხი ჩინურმა გამოცემა Ichunt-მა უპასუხა.

ექსპერტებმა ახალი iPhone X დაშალეს და მისი დეტალების ფასები სათითაოდ დათვალეს.

"ეფლის" სმარტფონის ყველაზე ძვირი ნაწილი მისი ახალი ("სამსუნგის" წარმოების) "ოლედ" ეკრანია, ის $80 ღირს. ამას დამცავი შუშის ღირებულება 18$ ემატება. მეხსიერების მოდული - 45$, ოპერატიული მეხსიერება-24$, პროცესორი A11 Bionic+Qualcomm-ის მოდემი-44$, 3D კამერა Face ID-ს ფუნქციით - 25$+ელემენტი და გარე კონსტრუქცია.

ამ დასკვნების შემდეგ ტექნოლოგებმა რეალურთან ძალიან ახლო კალკულაცია შეადგინეს. "ეფლს" ახალი iPhone X დაახლოებით 412$ უჯდება.

შეგახსენებთ, რომ "კუპერტინომ ახალი "აიფონ 10 (X) საზოგადოებას 12 სექტემბერს, სტივ ჯობსის სახელობის დარბაზში წარუდგინა. მისი ფასი 999$ შეადგენს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics