13:58 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 18:10:51, 812 ნახვა

სამხედრო
ვაზიანში საბრძოლო მზადყოფნის სასწავლო ცენტრი აშენდება

თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, ოპტიმიზაციის შედეგად მობილიზებული თანხები,  თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული. ამასთან,  როგორც იზორიამ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უწყების  ერთ-ერთი პრიორიტეტი  ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა. 

მისივე  ინფორმაციით, უახლოეს მომავალში საფუძველი ჩაეყრება ვაზიანში საბრძოლო მზადყოფნის  სასწავლო ცენტრის მშენებლობას:

„ჩვენი პრაქტიკული  თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული  გამოხატულება  გახლავთ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი კრწანისში. ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ  ამ ცენტრის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.თანხები, რომლებიც ოპტიმიზაციის შედეგად იქნა მობილიზებული, მიმართული იქნება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ. ერთ-ერთი კომპონენტი, სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე გახლავთ ჩვენი  ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოება, რომელი ინფრასტრუქტურაც ჩვენი საჯარისო ნაწილების გაწვრთნას, მათ პროფესიულ მზადებას უკავშირდება. ამის პარალელურად იგეგმება მეორე მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება  ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ერთად, რომელსაც საქართველოს  თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა ჰქვია. აქ როგორც ჩვენი თანხებია ამ პროგრამის განხორციელებისთვის მობილიზებული, ისე აშშ-გან საკმაოდ დიდი თანხაა მობილიზებული. ჩვენ ერთობლივი  ძალისხმევით ვგეგმავთ ვაზიანში საბრძოლო მზადყოფნის  სასწავლო ცენტრის მშენებლობას, რომელსაც ახლო მომავალში ჩაეყრება საფუძველი და რომელიც ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრთან ერთად შექმნის ჩვენი  სამხედრო ძალების ინსტიტუციური განვითარების  მყარ საფუძველს, რომელიც გადის პირველ რიგში მეტ წვრთნებში  ჩვენს პარტნიორებთან ერთად“,-განაცხადა ლევან იზორიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics