12:25 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-26 03:36:33, 1899 ნახვა

სხვადასხვა
53 წლის ასაკში მომღერალი ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა

53 წლის ასაკში მომღერალი ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა. ვარსკვლავი წინასწარი ცნობით, ლონდონში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ბრიტანული მედიის ცნობით, ოჯახი ჯორჯ მაიკლის გარდაცვალებაზე კომენტარს არ აკეთებს და პრესას თხოვს, "გაგებით მოეკიდონ მათთვის უმძიმეს და ემოციურ პერიოდს"

გარდაცვალების მიზეზე არაფერია ცნობილი. პოლიციაში აცხადებენ, რომ მომღერლის სახლში საეჭვო არაფერი აღმოუჩენიათ.

BBC -ის ცნობით, ჯორჯ მაიკლმა 2011 წელს პლევმონიის რთული ფორმა გადაიტანა. 

გეორგიოს კირიაკოს პანაიოტოუ დაიბადა  25 ივნისს 1963 წელს ლონდონში, ამისი სასცენო სახელია  ჯორჯ მაიკლი, — გრემის ორგზის გამარჯვებული ინგლისელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, რომელმაც სახელი გაითქვა დუეტში wham! მონაწილეობით,

თავისი კარიერის მანძილზე ჯორჯ მაიკლმა გაყიდა 110 მილიონი ჩანაწერი, მათ შორის 12 ბრიტანული #1 სინგლი, 7 ბრიტანული #1 ალბომი, 10 აშშ #1 სინგლი და 2 აშშ #1 ალბომი. მისი 1987 წლის სადებიუტო ალბომი F ჰიტად იქცა ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად დისკად, რომლის წარმატებაც უზრუნველყო აშშ-ში გამოცემულმა ხუთმა სინგლმა. ალბომი გაიყიდა 20 მილიონი ასლის ოდენობით.

მისი ოთხი სოლო-ალბომი სხვადასხვა დროს იმყოფებოდა ბრიტანული ჩარტების #1 ადგილზე. ოთხივემ ასევე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება.

გთავაზობთ გენიალური მომღერლის პოპულარულ საშობაო სიმღერას





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics