21:13 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-21 12:53:04, 1550 ნახვა

კომენტარი
ბესელია: ვისურვებ, რომ რჩეულიშვილის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღოს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ის ისურვებდა, რომ მაია რჩეულიშვილის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლემ გადაწყვეტილება ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღოს.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, როდესაც საქმე ქალის პატიმრობას ეხება, საქმე საკმაოდ მგრძნობიარეა.

"ვფიქრობ, რომ სასამართლოზე არ უნდა მოხდეს გარე ჩარევა. როგორც წესი, ეს ცუდ ფორმად მიიჩნევა, როდესაც მოსამართლე იხილავს საქმეს და გარედან რაიმე ფორმით ხდება მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება. ვისურვებ, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღოს, ყველა გარემოების გათვალისწინებით. ნამდვილად არა ვარ გულგრილი რა ინფორმაციაც მესმის ქალბატონ რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics