|
2016-11-09 14:51:12, 1398 ნახვა
სხვადასხვა
15 საინტერესო ფაქტი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიიდან
ამერიკაში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები 1788-89 წელს ჩატარდა. მას შემდეგ აშშ-მ 44 პრეზიდენტი გამოიცვალა. ამასთან, პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტი ამერიკაში ბარაკ ობამა იყო. ის 2008 წელს აირჩიეს და პრეზიდენტის პოსტს ორი ვადით იკავებდა. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე დემოკრატების კანდიდატი ჰილარი კლინტონი მოგების შემთხვევაში ამერიკის შეერტებული შტატების პირველი პრეზიდენტი ქალი იქნებოდა. შემოგთავაზებთ 15 საინტერესო ფაქტს ამერიკის შეერტებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიიდან: 1. ამერიკის პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი უპარტიო იყო. მმართველობის 8 წლის განმავლობაში ის არცერთ ფრაქციასთანაც კი არ იყო ასოცირებული. 2. ამერიკას სულ 43 პრეზიდენტი ჰყავდა. ბარაკ ობამას 44-ე პრეზიდენტად, იმიტომ მოიხსენიებენ, რომ გროვერ კლივლენდმა პოსტი ორჯერ დაიკავა. ის შეერთებული შტატების რიგით 22-ე და ოთხწლიანი ინტერვალის შემდეგ, 24-ე პრეზიდენტი იყო. 3. 43 პრეზიდენტიდან 2 ვადით მხოლოდ 12-მა იმსახურა. ფრანკლინ დელანო რუზველტი 4-ჯერ აირჩიეს, ვიდრე კონსტიტუციაში 21-ე შესწორების შეტანის საჭიროება არ გაჩნდა. რუზველტი 1933 წელს აირჩიეს და მან პოსტზე 1945 წლამდე, ანუ გარდაცვალებამდე იმსახურა. 4. პოსტზე 8 პრეზიდენტი დაიღუპა. 4 - ავადმყოფობით გარდაიცვალა და 4 მოკლეს. 5. არჩევნებზე 4-ჯერ მოხდა ისე, რომ საპრეზიდენტო კანდიდატმა ამომრჩევლების ხმის უმრავლესობა მოიგო, მაგრამ საარჩევნო კოლეგიის ხმები დააკლდა და პრეზიდენტი ვერ გახდა. ესენი არიან: 1824 წელს ენდრიუ ჯეკსონი; 1876-ში სამუელ ტილდენი; 1888 წელს გროვერ კლივლენდი და 2000-ში ალ გორი. 6. ჯონ კენედი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელმაც პრესკონფერენცია სატელევიზიო ეთერში ჩაატარა. 7. ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი ჯონ კენედი გახლდათ. ის 43 წლის ასაკში აირჩიეს. ყველაზე ასაკოვანი კი რონალდ რეიგანი იყო. ხელმეორე ვადით არჩევის შემდეგ, მან პოსტი 73 წლის ასაკში დაიკავა. 8. ჯეიმს ბიუკენენი ერთადერთი დაუქორწინებელი პრეზიდენტი გახლდათ. რონალდ რეიგანი კი - ერთადერთი ცოლს გაყრილი პრეზიდენტი. ტომას ჯეფერსონი და მარტინ ვან-ბურენი ქვრივები იყვნენ და ხელმეორედ პრეზიდენტობის პერიოდში იქორწინეს. 9. თეოდორ რუზველტი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელმაც პრეზიდენტის სასახლეს "თეთრი სახლი" უწოდა. 10. თომას ჯეფერსონი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელმაც სტუმრებს ხელი ჩამოართვა. 11. ჯორჯ ბუშ უფროსი პრეზიდენტობამდე ტეხასის საჰაერო ძალებში მსახურობდა. 12. რონალდ რეიგანი იყო პირველი მსახიობი, რომელიც პრეზიდენტად აირჩიეს. მან პრეზიდენტობამდე 53 ფილმში ითამაშა. 13. რიჩარს ნიქსონი იყო აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც ტანამდებობიდან გადადგა. 14. ამერიკის პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტი ბარაკ ობამა იყო. 15. პირველი ქალი, რომელიც წამყვანმა პარტიამ თავის ნომინანტად დაასახელა, ჰილარი კლინტონი გახლდათ. შეგახსენებთ, რომ ამერიკული მედიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. მედია საშუალებები სხვადასხვა მონაცემებს ავრცელებენ. ასე მაგალითად, CNN-ის ინფორმაციით, "რესპუბლიკელ" კანდიდატს კოლეგიის 288 ხმა, მაშინ როდესაც მის ოპონენტ ჰილარი კლინტონს 215 ხმა აქვს.
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)