23:31 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-10 18:42:29, 1079 ნახვა

კომენტარი
ვაჟა ბერიძე: ვფიქრობ, ალასანიას ამომრჩეველი შემდეგ ტურში ურნასთან არ მივა

ექსპერტ ვაჟა ბერიძის შეფასებით, ირაკლი ალასანიას ამომრჩეველი მეორე ტურში კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. მისივე თქმით, თუ მაინც მივლენ არჩევნებზე, შეიძლება ხმები „ქართული ოცნების“ კანდიდატსა და ირაკლი ოქრუაშვილზე თანაბრად გადანაწილდეს:

„ვფიქრობ, ალასანიას ხმები არსაით არ წავა და ალასანიას ამომრჩეველი შემდეგ ტურში ურნასთან არ მივა. თუ მივიდა, შეიძლება თანაბრად გადანაწილდეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელსა  და ოქრუაშვილზე. ესენი ერთმანეთის ანტიპოდები არიან, მაგრამ საწინააღმდეგო პოლუსზე არ დგანან. ისინიც პოლიტკური სპექტრის იმავე პოლუსზე არიან, რაზეც „ქართული ოცნება“ და ირაკლი ოქრუაშვილი, ალასანია დგას.სხვა პოლუსებიც არსებობს ქართულ პოლიტიკაში, ესაა- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთი პოლუსი, „პატრიოტთა ალიანსი“ მეორე პოლუსი და სხვა პარტიები, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს“,-განაცხადა ვაჟა ბერიძემ "ექსპრესნიუსთნ" საუბარში.

ცნობისთვის, გორში, არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე და დამოუკიდებელი კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი დაუპირისპირდებიან.

ცესკო-ს მონაცემებით, მაკრახიძესთან ერთად მეორე ტურში „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ ირაკლი ალასანიას უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა მან დღეს საარჩევნო კამპანია შეაჩერა და განაცხადა, რომ პოლიტიკიდან დროებით მიდის. ალასანიამ ამომრჩეველთა ხმების 19.38% მოაგროვა.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ კანდიდატ იოსებ მაკრახიძეს, მას 33.69%-მა დაუჭირა მხარი, ირაკლი ოქრუაშვილს კი 17.33%-მა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics