2016-09-29 15:15:37, 885 ნახვა
სხვადასხვა
დონალდ ტრამპი ჰილარი კლინტონსა და კომპანია Google-ს შეთქმულებაში ადანაშაულებს
დონალდ ტრამპი ჰილარი კლინტონსა და კომპანია Google-ს შეთქმულებაში ადანაშაულებსб - ამის შესახებ BBC იუწყება.
პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის მტკიცებით, Google-ის საძიებო სისტემა მისი მეტოქე კლინტონის შესახებ უარყოფით ამბებს ფილტრავს.
Google-ის გამოკითხვის თანახმად, ჩვენ მთელ ქვეყანაში ორი პუნქტით ვლიდერობთ. ეს ხდება იმის მიუხედავად, რომ Google-ის საძიებო სისტემა ჰილარი კლინტონის შესახებ ცუდ ამბებს არ ავრცელებს. როგორ მოგწონთ ეს?” - განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, ანალოგიური ბრალდება Google-ის მისამართით ადრე ვებგვერდ SourceFed-ზეც გავრცელდა. მოგვიანებით ის რუსულმა სახელმწიფო სააგენტო “სპუტნიკმა” აიტაცა.
მედიის ინფორმაციით, ინტერნეტ-კომპანიის წარმომადგენლები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ საძიებო ვებგვერდის მუშაობის ალგორითმში არ ერევიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან