23:29 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 18:04:51, 459 ნახვა

საზოგადოება
კიბერუსაფრთხოების ბიუროს სტუდენტები ესტუმრნენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მოხალისეები ესტუმრნენ. 

მოხალისეებს შორის სხვადასხვა უმაღლესი  სასწავლებლის, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუნდენტები იყვნენ.

კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ სტუდენტებს  ბიუროს  დაარსების ისტორიის, ფუნქციის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მან სტუმრებს პოტენციურ საფრთხეებზე ინფორმაცია მიაწოდა და რეკომენდაციებიც მისცა.

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა პირებმა ახალგაზრდების კითხვებს უპასუხეს.

მოგვიანებით, სტუდენტებმა ბიუროს  ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს თავდაცვის სფეროში, ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანას, გახდეს ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების სანდო და საიმედო პარტნიორი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics