15:43 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 16:57:16, 1184 ნახვა

მსოფლიო
ალეპოში განვითარებულ მოვლენებს, ბოლო 24 საათში ათობით ადამიანი ემსხვერპლა

ქალაქ ალეპოში განვითარებულ მოვლენებს ბოლო 24 საათის განმავლობაში ათობით ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციებზე დაყრდნობით იუწყება.

აქტივისტების თქმით, ბოლო 1 წლის განმავლობაში ქალაქ ალეპოში ყველაზე მძიმე მდგომარეობა ფიქსირდება. მათივე ინფორმაციით, 2 კვირის განმავლობაში 300-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

Reuters-ის ინფორმაციით, შეტაკების შედეგად 40 სირიელი სამხედრო და 10 მეამბოხეა გარდაცვლილი.

შეგახსენებთ, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭო სირიის ქალაქ ალეპოში ვითარების ესკალაციის გამო დღეს საგანგებო სხდომას გამართავს. შეხვედრის გამართვის ინიციატორები საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი იყვნენ.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სირიაში 27 თებერვალს გამოცხადდა, თუმცა გასულ კვირას ალეპოში ვითარება გამწვავდა.

3 მაისს სერგეი ლავროვმა გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან სტეფან დე მისტურასთან შეხვედრისას იმედი გამოთქვა, რომ ალეპოში საბრძოლო მოქმედებების შეწვეტა უახლოეს საათებში მოხერხდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics