13:53 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-12 13:07:59, 1528 ნახვა

ეკონომიკა
კობახიძე - 2025 წლის ბიუჯეტი შესრულდა გადაჭარბებით შემოსავლის ყველა კატეგორიაში

2025 წლის ბიუჯეტი რომ შევაჯამოთ, შესრულდა გადაჭარბებით შემოსავლის ყველა კატეგორიაში, -  ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, შემოსულობების ჯამურმა მაჩვენებელმა 32 400 000 000 ლარს გადააჭარბა, რაც იყო გეგმის 100.9%. 

„კონკრეტულად საგადასახადო შემოსავლებიც გადაჭარბებით შესრულდა, რომელმაც 25.5 მლრდ ლარზე მეტი შეადგინა. აქაც, გეგმა არის გადაჭარბებით შესრულებული. 
გასულ წელს ასევე მივაღწიეთ საბიუჯეტო დეფიციტის ისტორიულ მინიმუმს. მან შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 1.4%. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შემცირდა მთავრობის ვალის მაჩვენებელი, მისმა მოცულობამ გასული წლის ბოლოსთვის შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 34.4%. მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წელს ჩვენმა ვალმა 60%-ს გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი არის ჩამოსული მთლიანი შიდა პროდუქტის 34.4%-მდე. ამ პროცენტული წილის შემცირება არის დაგეგმილი მიმდინარე წელსაც. წლის ბოლოს გვექნება კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებელი. 
2026 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 36 300 000 000 ლარამდე, რაც გასული წლის ფაქტიურ მაჩვენებელს 4 300 000 000 ლარით აღემატება. კონკრეტულად ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ცალკე მინდა აღვნიშნო, წელს 8 მლრდ ლარზე მეტი მიიმართება", -  განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ფინანსთა მინისტრს ძალიან მნიშვნელოვანი გაწეული სამუშაოსთვის, რისი შედეგიც არის ბიუჯეტის სათანადოდ შესრულება და ახალი ბიუჯეტის სათანადოდ დაგეგმვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
"მოიპარეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, დაეუფლნენ ₾10 000-მდე თანხას" – შსს-მ 4 პირი დააკავა
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics