23:33 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-09 17:59:16, 542 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სომხეთში ჩავიდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სომხეთში ჩავიდა. ArmenPress წერს, რომ ვიცე-პრეზიდენტი ერევანში ოჯახთან და დელეგაციასთან ერთად ჩაფრინდა.

აეროპორტში მას სომხეთის დელეგაცია შეხვდა - სომხეთის პარლამენტის სპიკერი, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ერევნის მერი და სხვა ოფიციალური პირები. 

დღეს საღამოს ჯეი დი ვენსი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებაა დაგეგმილი. 

როგორც ცნობილია, ვიცე-პრეზიდენტი ხვალ უკვე აზერბაიჯანში გაემგზავრება. 

Euronews წერს, რომ ჯეი დი ვენსის ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში ხაზს უსვამს აშშ-ის ყურადღებას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის პროცესისა და "დონალდ ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისთვისა და კეთილდღეობისთვის" (TRIPP) პროექტის მიზნების მიმართ.

ამასთან, Euronews წერს, რომ ეს ვიზიტი ხაზს უსვამს აშშ-ის ძალისხმევას, ხელი შეუწყოს ვაჭრობას, ინვესტიციებსა და ინფრასტრუქტურას რეგიონში TRIPP-ის მეშვეობით, თუმცა აღნიშნავს, რომ ანალიტიკოსების შეფასებით, წარმატებისთვის აუცილებელი იქნება ძლიერი მმართველობა და მჭიდრო ტრანსატლანტიკური კოორდინაცია.

2026 წლის 21 იანვარს აზერბაიჯანი და სომხეთი - ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი დონალდ ტრამპის "მშვიდობის საბჭოში" გაწევრიანების მოთხოვნას დათანხმდნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics