13:14 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-30 11:43:08, 3274 ნახვა

საზოგადოება
საცობი რიკოთზე, დათოვლილი გზები არ იწმინდება

რამდენიმე კილომეტრიანი საცობებია რიკოთის მაგისტრალზე.  როგორც მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, გზა ამ დრომდე არ იწმინდება. 

ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობის, ქარბუქისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მთავარ მაგისტრალზე გადაადგილება გართულებულია. მოქალაქეები ამბობენ, რომ გზები გაუწმენდავია. 

ხალხი, ვინც საახალწლოდ დასავლეთ საქართველოში მიდის, რამდენიმე საათია გზაშია. 

"გზა საერთოდ არაა გაწმენდილი, ზაფხულის საბურავებით არც იფიქროთ წამოსვლა და დამწყები მძღოლებიც ვინც ხართ ნუ გაიგიჟებთ მაინცდამაინც თავს,უფრო შეაფერხებთ მოძრაობას" - წერს მოქალაქე ბაჩანა კუპრეიშვილი. 

"თოვლი, დაბალი ხელვადობა, რიკოთზე კავშირი თითქმის არ არის. ზესტაფონის ვენდისში სედანით ნუ ჩახვალთ" - ამბობს მოქალაქე ელიზაბედ სამოლოვა.

 

  •  




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics