12:24 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 16:47:16, 1131 ნახვა

მსოფლიო
სავჩენკოს საქმეზე სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუცხადებია - რუსი ჟურნალისტების შეცდომა

სასამართლო სხდომა დონეცკში, რომელზეც ნადეჟდა სავჩენკოს განაჩენი უნდა წაიკითხონ, ცოტა ხნის წინ განახლდა.

სასამართლოს დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ჟურნალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სასამართლომ უკრაინელი მფრინავი დამნაშავედ უკვე სცნო, თუმცა როგორც BBC იუწყება  სასამართლოს განაჩენი ამ დრომდე არ წაუკითხავს და გავრცელებული ინფორმაცია ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ცნობების შედეგია.  

მედია საშუალების ცნობით, სასამართლო განაჩენს ხვალ გამოაცხადებს.

უკრაინელი ოფიცრის ნადია სავჩენკოს ადვოკატების განცხადებით, რომელსაც რუსული მხარე რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში სდებს ბრალს, აცხადებენ, რომ ისინი ჯერ კიდევ სასამართლოს განაჩენის მოლოდინში არიან .

 "ჩვენ რა თქმა უნდა გვგონია რომ მის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი. ერთადერთი გამოსავალი ახლა რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლაა", - აცხადებენ ადვოკატები.

მათივე თქმით, ნადია სავჩენკო სასამართლოს გადაწყვეტიელბას არ დაეთანხმება.

შეგახსენებთ, ნადია სავჩენკოს ბრალად რუსი ჟურნალისტების მკვლელობა ედება. ის 2014 წლიდან მოყოლებული რუსეთს პატიმრობაში ჰყავს. სავჩენკო თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ისევ მშრალ შიმშილობას დაიწყებს.

პროკურატურა მფრინავისთვის 23 წლიან პატიმრობის მისჯას ითხოვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics