10:38 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 14:26:08, 563 ნახვა

პოლიტიკა
შალვა შავგულიძე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ 28 კანდიდატს შორის მყოფი  შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ  ნინო გვენეტაძის სახით, პრეზიდენტმა პარლამენტს კვალიფიციური კანდიდატურა შესთავაზა.

მისივე თქმით, გვენეტაძემ სასამართლოს დამოუკიდებლობის ფასი იცის და მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

"ნინო გვენეტაძემ  სასამართლოს დამოუკიდებლობის ფასი იცის  და სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის ყველაფერს გააკეთებს. გვენეტაძეს აქვს უნარი, კარგი კომუნიკაცია დაამყაროს სახელისუფლებო შტოებს შორის სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. მე მას მხარს დავუჭერ.  ახლა პოლიტკისგან სტერილური ადამიანი არ არსებობს.პირიქით, ვფიქრობ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს  აქტიურად, მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკური ნება უნდა ჰქონდეს.  მან ძალიან აკრგად უნდა იცოდეს და სწორედ პოლიტიკური ნება უნდა გააჩნდეს იმისა, რომ დაიცვას სასამართლო ხელისუფლება პოლიტიკური გავლენებისგან",-განაცხადა შალვა შავგულიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics