20:17 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 16:29:33, 985 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის სოციალური სახლების კომისიამ 2016 წელს მუშაობა განაახლა

უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ 2016 წელს პირველი სხდომა დღეს ჩაატარა.

ზუგდიდის გამგებლის ედიშერ თოლორაის განცხადებით, ამ ეტაპზე 20 სახლის მშენებლობის მზაობა არსებობს.  
„არაფერია იმაზე დიდი სიხარული, როდესაც ბავშვის თვალებში ბედნიერებას ამოიკითხავ და ასეთ თვალებს ჩვენ შევხვდით ახალ წელს, როცა ჩვენმა ბენეფიციარებმა ახალი წელი ახალ სახლებში იზეიმეს. ვითარება იმაზე მძიმე აღმოჩნდა, რასაც ველოდით, ადგილებზე ვნახეთ უკიდურესად მძიმე მდგომარეობა. ჩამონგრეული სახურავი, ჩამოშლილი კედლები და გაუმართავი იატაკი.
დიდი ბედნიერებაა მოქალაქეებს შეუქმნა საკუთარი თავშესაფარი, კეთილმოწყობილი თბილი კერა და ადაპტირებული გარემო. ჩვენ შარშან 16 ოჯახი გავახარეთ და წელს ვაპირებთ მათი რაოდენობა გავასამმაგოთ და 50–დან 70 სახლი ავაშენოთ. ამ ეტაპზე 20 სახლის მშენებლობის მზაობა არსებობს. ვაწარმოებ მოლაპარაკებებს მეგობარ კომპანიებთან, რომლებიც დაფინანსებას შეგვპირდნენ. გავზრდით სახლის ფართობს და თითოეული კომპონენტი იქნება უკეთ შეჯერებული და შესწავლილი, უფრო დახვეწილი“. – აღნიშნა  თოლორაიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics