23:35 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-29 17:40:23, 1049 ნახვა

მსოფლიო
მიგრანტებმა მაკედონიისა და საბერძნეთის საზღვარზე დამცავი კედელი გაანგრიეს

მიგრანტებმა მაკედონიისა და საბერძნეთის საზღვარზე დამცავი კედელი ხელით ნაკეთი სანგრევი მოწყობილობით გაანგრიეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მედია საშუალება იტყობინება, მათი შეჩერება მაკედონიის პოლიციამ ცრემლსადენი გაზით სცადა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მიგრანტების ნაწილმა საზღვარზე გადასვლა მაინც მოახერხა.

BBC-ს ცნობით საბერძნეთის საზღვარზე 6.500 მიგრანტი იმყოფება.

ამ დრომდე უცნობია, მიგრანტების რაოდენობა, რომლებმაც მაკედონიის ტერიტორიაზე გადასვლა შეძლეს. მიგრანტთა უმრავლესობა, ძირითადად სირიიდან და ერაყიდან არიან. ისინი, ჩრდილოეთ ევროპამდე ჩასვლას ცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში ჩასული მიგრანტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ცნობისთის, გასულ წელს მხოლოდ გერმანიის საზღვარი 1 მილიონმა მიგრანტმა გადაკვეთა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა ყველაზე მასშტაბურ მიგრაციულ კრიზისს განიცდის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics