13:52 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-12 15:56:48, 1528 ნახვა

სამხედრო
ავღანეთში ქართველი მეთაური წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვეს

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მორიგი დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის არმიის ტაქტიკური დაჯგუფება „სეიბერ"-ის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მაიკლ ჯეიმსმა 51-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი კობა გრიგოლია წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.  

ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების მეთაურის მოადგილის, გენერალ-მაიორ ჯონ მიურეის სახელით კი ვიცე-პოლკოვნიკ კობა გრიგოლიასა და 51-ე ბატალიონის მთავარ სერჟანტს ომარ ბორტიშვილს ბრინჯაოს მედლები  გადაეცათ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ავღანეთში 2014 წლის შემოდგომიდან მსახურობს. ქართველი სამხედროები, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებს. მათი მთავარი ამოცანა მაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
"მოიპარეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, დაეუფლნენ ₾10 000-მდე თანხას" – შსს-მ 4 პირი დააკავა
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics