2024-03-21 17:36:52, 1200 ნახვა
რეგიონი
კასპში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ კასპში მოქმედ სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდული ცენტრის - "მომავლის" ბენეფიციარებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, ღონისძიების დასარულს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, დავით ქისიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამაზ ტატანაშვილმა ბავშვებს საჩუქრები გადასცეს.
"ბენეფიციარების განწყობაზე სპეციალურად მოწვეულმა ზღაპრის გმირებმა იზრუნეს.
მუნიციპალიტეტის მერია დაუნის სინდომის მქონე ბენეფიცირებზე ყოველწლიურად ერთჯრადად 400 ლარს, ხოლო სარეაბილიტაციო დახმარებისათვის 1 000 ლარს გასცემს",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),