17:44 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-25 11:38:11, 2362 ნახვა

სპეციალური ანონსი
26 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში გაემგზავრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ, 26 ივლისს, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრება. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაური, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

"წელს, მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებში 50 ქართველი სტუდენტი მონაწილეობს.

FISU-ს 31-ე  ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად პეკინში გაემგზავრება.

ვიზიტის ფარგლებში, პეკინსა და ჩენგტუში დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა",- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics