15:26 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-24 13:07:32, 2338 ნახვა

სამხედრო
21-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის, მეორე ქვეითი ბრიგადის, 21-ე ჯავშანსატანკო ბატალიონის, მოტორიზებული ასეულის ათეულის დონის მომზადება-შეფასებაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა.

წვრთნების დასკვნით ფაზას საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და მეორე ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ და სწავლების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. გეგმიური საველე წვრთნები ორი კვირის განმავლობაში ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარეობდა. პირველი კვირა საბრძოლო ტექნიკით ეკიპაჟებისა და დესანტის საცეცხლე მომზადებას ითვალისწინებდა. მეორე კვირა ტაქტიკურ სწავლებას დაეთმო, რაც საბრძოლო სროლებით დასრულდა. მხარდამჭერ ელემენტებს 82 და 120 მმ ნაღმტყორცნები და საინჟინრო ჯგუფები წარმოადგენდა. წვრთნების მიზანი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, ჯავშანტექნიკის, ეკიპაჟებისა და დესანტის შერწყმა, ასევე, მხარდამჭერ ქვედანაყოფებთან კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics