2020-05-02 13:46:35, 6744 ნახვა
ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდ19-ით ინფიცირებული ერთი პირი მოათავსეს
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდ19-ით ინფიცირებული ერთი პირი მოათავსეს, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
მისი თქმით, ინფიცირებულია საშუალო ასაკის მამაკაცი.
„ჩვენთან ამჟამად 62 პაციენტია. აქედან 44 არის დადასტურებული კოვიდ ინფიცირებული. გუშინ დაგვემატა ერთი პაციენტი. გუშინ კლინიკა დატოვა ათმა პაციენტმა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა არის 17.
იმათ ვინც ჩვენთან აგრძელებენ მკურნალობას, არც ერთის მდგომაროება არაა კრიტიკული, საშუალო სიმძიმით შეიძლება შევაფასოთ. რამდენიმე პაციენტია, რომელსაც დადგენილი აქვს პნევმონია“, - განაცხადა ლევან გოფოძე.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან