2020-05-02 11:54:14, 2939 ნახვა
ომი უკრაინაში
იტალია პარკებს, ქარხნებს და სამშენებლო ბიზნესს ხსნის
კორონავირუსისგან უფრო მეტად დაზარალებული იტალია, პარკებს და ბაღებს ხსნის. - ამის შესახებ "ევრონიუსი" იუწყება. ოფიციალური რომის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, უფლება მიეცათ, მოქალაქეების დასვენებისთვის პარკები გახსნან.
იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო - პარკში ვიზიტის შემთხვევაში, მოქალაქეებისთვის ძალაში ტოვებს სავალდებულო წესებს, სოციალურ დისტანციას და პირბადით სეირნობას.
ამასთან, იტალიის ხელისუფლების განცხადებით, 4 მაისიდან გაიხსნება რამდენიმე ქარხანა და სამშენებლო მოედანი. სამუშაოზე შეუძლია გავიდეს, ქვეყნის 4 მილიონამდე მოქალაქე.
ქვეყანაში კორონავირუსს, სულ 28,236 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულია 200 ათასზე მეტი ადამიანი. სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებელი 200 არ აღემატება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,