23:53 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-16 11:01:09, 1636 ნახვა

საზოგადოება
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება

150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება.

ახალაშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ე.წ. კომპაქტური განსახლების შენობებში ცხოვრობენ.

მშენებლობის ბიუჯეტი 15 374 192 ლარს შეადგენს. სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი ბორჯომში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ და მათი განსახლების მიზნით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

ბორჯომის პარალელურად, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები კიდევ 3 ქალაქში - თბილისში, ზუგდიდსა და რუსთავში შენდება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics