23:19 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-15 11:37:06, 10425 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული 4 არასრულწლოვნის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 არასრულწლოვნის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურია.

მისივე თქმით, ერთ-ერთ მათგანს სუფებრილური ტემპერატურა აღენიშნება, თუმცა მასზე მეტი კლინიკური ნიშანი ჯერჯერობით არ გამოვლენილა.

„შემოსვლიდან დღემდე, მათი მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია. პროგრესირება არ შეიმჩნევა. ერთ-ერთ მათგანთან არის სუფებრილური ტემპერატურა, თუმცა მასზე მეტი კლინიკური ნიშანი ჯერჯერობით არ გამოვლენილა. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ დაახლოებით 3-4 დღე მაინც გვინდა, რომ დინამიურად შევაფასოთ პროცესი, რომ ვთქვათ, მდგომარეობა სტაბილურია, პროგრესირებს თუ პროგნოზულად როგორ შეიძლება შევაფასოთ მომავალში ამ პაციენტების მდგომარეობა“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 439ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პირი რჩება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics