10:31 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-14 12:44:27, 3583 ნახვა

სპორტი
ირაკლი კობახიძე: ამ ეტაპზე, არ იქნება სწორი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება

სხვადასხვა მიზეზის გამო,  არ იქნება ქვეყნისთვის ამ ეტაპზე სწორი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განუცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით,  ამ შემთხვევაში, შესაძლოა, პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლობა კიდევ უფრო შემცირდეს, ასევე, თეორიულად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებას კიდევ უფრო გადაავადებს.

„მგონია, სხვადასხვა მიზეზის გამო, რომ არ იქნება ქვეყნისთვის ამ ეტაპზე სწორი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, მათ შორის, იმ თვალსაზრისითაც, რომ დღეს თუ არის 33 დეპუტატი წარმოდგენილი ოპოზიცია პარლამენტში, დღეს რომ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, შეიძლება, ოპოზიციის წარმომადგენლობა იყოს კიდევ უფრო მცირე. ამას ვამბობ ყოველგვარი სარკაზმის და ირონიის გარეშე, ეს არის დღევანდელი მოცემულობა. აქედან  გამომდინარე, სხვადასხვა გარემოება ჩვენ მიგვითითებს იმაზე, რომ ჯობია, არ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ასევე, შეგახსენებთ იმას, რომ თუ ჩატარდება დღეს, პირობითად, თეორიულად, საპარლამენტო არჩევნები, ამ შემთხვევაში, პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება კიდევ უფრო მეტად გადავადდება 2 წლით, რაც იქნება არასწორი მოვლენა. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ არ იქნება სწორი ქვეყნის განვითარებისთვის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics