13:04 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 23:47:58, 1019 ნახვა

სპეციალური ანონსი
4 ივლისის ანონსი

09:30 საათზე, ფაბრიკაში (ე.ნინოშვილის#9) კონფერენცია -საქართველოსა და მისი რეგიონების პროდუქციის ბრენდირება: გეოგრაფიული აღნიშვნის მნიშვნელოვნება - გაიხსნება. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინიტრი, ლევან დავითაშვილი გახსნის.

11:00 საათზე, საია გამართავს კონფერენციას „2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის". კონფერენციას გახსნის საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია. მის: კოსტავას ქ.#14, სასტუმრო რუმსი.

11:00 საათზე ''ევროპული საქართველოს'' წევრი ზვიად ხორგუაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა :ივნისის საქსტატის მონაცემები. მის: გულუას N1 საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

12:00 საათზე, საგურამოში, კომპანია“ზედაზენის“ ოფისში გაიმართება საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების მიღება. ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ჭაბუკ ძიუდოისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და “ზედაზენის“ ხელმძღვანელობა შეხვდება. “ზედაზენი“ ძიუდოს ფედერაციის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია. 

12:00 საათზე,  ბორჯომში, 13:00 საათზე  ახალციხეში, 14:00 საათზე ვალეში იუსტიციის სამინისტროს ტრენინგები ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის თემაზე გრძელდება. სწავლების მონაწილეებს სამცხე-ჯავახეთი უმასპინძლებს. ბორჯომსა და ახალციხეში ტრენინგი  იუსტიციის სახლებში ჩატარდება, ვალეში კი ღონისძიება საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართება.

13:00  საათზე  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება ბრიფინგი თემაზე რეკომენდაციები მაღალი ტემპერატურის დროს. ბრიფინგი გაიმართება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (II სართული).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics