13:08 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 19:36:59, 895 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილის ინფორმაციით, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ადგილას სასტუმრო აშენდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ადგილას სასტუმრო აშენდება და მასში 18 -დან 20 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ჩაიდება.

„ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა აუქციონზე 25 მილიონ დოლარად იყო გატანილი. როგორც ვიცი აუქციონი დღეს უნდა დახურულიყო. მასში ჩადებული იქნება 18-დან 20 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია და საუბარია სასტუმროს კომპლექსის მშენებლობაზე“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, გაიყიდა ბათუმის უნივერსიტეტის შენობა და არა უნივერსიტეტი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შენობა გაყიდვას აუცილებლად ექვემდებარებოდა, რადგან იქ ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაში იყო.

„ეს შენობა აუცილებლად გაყიდვას ექვემდებარებოდა გამომდინარე იქიდან, რომ იქ ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაში იყო. კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ უნივერსიტეტი არ გაყიდულა, გაყიდულია შენობა, რომელზეც ბევრი მითქმა-მოთქმა იყო. წერილი, რომლითაც ამერიკულმა მხარემ საქართველოს მილენიუმის ფონდის წარმომადგენლობას მიმართა, ადასტურებს, რომ ეს შენობა უნივერსიტეტისათვის გამოუსადეგარი იყო. სწორედ ამიტომ მოხდა ამ შენობის გაყიდვა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics