2015-03-11 14:33:59, 892 ნახვა
ეკონომიკა
კახა კალაძე: პირველ მაისამდე კომერციული მომხმარებლებისთვის არსებული საფასური შენარჩუნდება
„პირველ მაისამდე შენარჩუნებული არსებული ტარიფები კომერციული მომხმარებლებისთვის შენარჩუნდება“,-ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ტარიფის შენარჩუნება სუბსიდირების ხარჯზე ხდება.
„ შენარჩუნებული იქნება პირველ მაისამდე ეს ტარიფები და ეს ხდება ჩვენი ბიუჯეტის სუბსიდირების ხარჯზე. რა თქმა უნდა, მთავრობამ უნდა იმსჯელოს მომავალში უნდა გაგრძელდეს თუ არა სუბსიდირება. დღეის მდგომარეობით სუბსიდირება, რომ არ განხორციელებულიყო ლიცენზიატი კომპანია ზარალზე გადიოდა და ჩვენ ხომ არ გვინდა ენერგეტიკის დანგრევა, პირიქით, ჩვენ წინ ვიხედებით, მომავალს ვუყურებთ“,-განაცხადა კახა კალაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან