2015-03-04 10:58:06, 1167 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ბრძანებას აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ხელი უკვე მოაწერა.
როგორც თეთრი სახლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, აშშ თვლის, რომ მოსკოვი უკრაინასთან მიმართებაში თავისი ქმედებებით და დამოკიდებულებით აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკას საფრთხეს უქმნის.
განცხადებაში ასევე საუბარია, რომ მოსკოვი თავისი ქმედებებით უკრაინის დემოკრატიულ პოროცესებს ძირს უთხრის, ასევე საფრთხეს უქმნის მის სტაბილურობას და ტერიტორიულ მთლიანობას.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა რუსეთს სანქციები პირველად 2014 წლის 6 მარტს დაუწესა, როდესაც ბარაქ ობამამ ბრძანება ნომერ 13660-ზე ხელი მოაწერა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან