14:52 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-21 17:03:35, 872 ნახვა

რეგიონი
კორკის საგრაფოს დელეგაციის ვიზიტი აჭარაში გრძელდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და მთავრობის წევრები კორკის საგრაფოს ოფიციალურ დელეგაციას მასპინძლობს.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში სასტუმრო ,,რადისონ ბლუ ბათუმში" შეხვედრა გაიმართა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბათუმისა და კორკის პორტებს, ასევე კორკის დელეგაციის წარმომადგენლები გაეცნენ აჭარის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს.

რეგიონებს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და გაღრმავების მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კორკის საგრაფოს შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ქალაქებს შორის თანამშრომლობის განვითარების, კულტურათშორისი ცნობიერების ამაღლების, ევროკავშირის შესახებ ცნობადობის გაზრდისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კორკის საგრაფოს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საწინდარია.

ეკონომიკის მრავალმხრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ორივე მხარე გამოხატავს მზაობას ხელი შეუწყონ მეწარმეებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის კონტაქტების დამყარებას, ინვესტიციების მოზიდვას, ტურიზმის, ვაჭრობისა და გამოფენა-გაყიდვების არეალის გაფართოებას. რაც კორკის საგრაფოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის საერთო ინტერესებზე და სარგებელზე დაყრნობით, სამომავლოდ თანამშრომლობის სფეროების გაღრმავებას შუწყობს ხელს.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები სარფის საბაჟო გამშვები პუნქტისა და იუსტიციის სახლის მუშაობას გაეცნობიან, დაათვალიერებენ რეგიონის ღირშესანიშნაობებს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გონიოს ციხეს, მუზეუმებს. შეხვედრები გაიმართება ბათუმის საზღვაო აკადემიაში და ბათუმი სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში.

კორკის საგრაფოს დელეგაციას წარმოადგენენ კორკის საგრაფოს მერი ბ-ნი ჯონ პოლ ო'ში, კორკის საგრაფოს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ბ-ნი ტიმ ლუსი, კორკის საგრაფოს საბჭოს კორპორატიული სამსახურის აღმასრულებელი ოფიცერი ბ-ნი შონ ო' კალაჰემი.

აღსანიშნავია, რომ ქალქი კორკი სიდიდით მეორე ქალაქია ირლანდიაში. ქალაქის ძირითადი ნაწილი მდებარეობს კუნძულზე, მდინარე ლის სანაპიროზე. კორკის ნავსადგური ცნობილია, როგორც ევროპის ყველაზე დიდი ბუნებრივი ნავსადგური, რომელიც ბოლო 35 წლის განმავლობაში იქცა ევროპის ერთ-ერთ წარმატებულ პორტად. ის ტვირთბრუნვისა და მგზავრების რაოდენობის მიხედვით ევროპის ერთ-ერთი დატვირთული პორტია. ადგილობრივები ქალაქს ,,ირლანდიის ნამდვილ დედაქალაქადაც" მოიხსენიებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics