21:46 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-27 13:56:31, 1114 ნახვა

კომენტარი
დათუნაშვილი - ოცნებამ დღევანდელ საქართველოში სტალინური ეპოქის საბჭოთა დასმენის სისტემა მოქმედებაში მოიყვანა

„ქართულმა ოცნებამ დღევანდელ საქართველოში სტალინური ეპოქის საბჭოთა დასმენის სისტემა მოქმედებაში მოიყვანა და მათივე მართული დაკონტრაქტებული დამსმენის ვატო შაქარიშვილის დასმენის საფუძველზე შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას ყველა ფინანსური ანგარიში დაუყადაღა.- ამის შესახებ გამართულ ბრიფინგზე  ძლიერი საქართველო - ლელოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, დასმენა „ქართული ოცნების" ხელში ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი „მოდუს ოპერანდი" გახდა.

"ეს მოქმედება პირდაპირ შეგვიძლია განვიხილოთ ევროსაბჭოს ექსპერტთა დასკვნის პასუხად და მივიღოთ როგორც პოლიტიკური გზა, რომელსაც „ქართული ოცნება" შეუდგა, რაც პირდაპირ დაპირისპირებაშია საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან, საქართველოს ევროპულ გზასთან. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საფრთხე რეალურად უდგება, რადგან "ქართული ოცნება" ჩვენი პარტნიორების რჩევების აბსოლუტურ საწინააღმდეგოს აკეთებს. ამ ნაბიჯითაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ის საქართველოში რუსული სპეცსამსახურების ინტერესებს ატარებს.

საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია გამოვფხიზლდეთ და იმ პროცესში ჩავერთოთ, რაც ნიშნავს „ქართული ოცნების" მშვიდობიანი, დიდი სახალხო მოძრაობით დამთავრებას. ამ გზაზე საეტაპო მოვლენაა 4 ოქტომბრის არჩევნები. 4 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ვაჩვენოთ, რომ ვატო შაქარიშვილი დასმენის, ბერიასა და სტალინის გზა საქართველოს მომავალი არ არის!" - განაცხადა დათუნაშვილმა.

პროკურატურა აცხადებს, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე დააყადაღეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები.

დაყადაღებულია „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის", ISFED-ის, IDFI-ის, GDI-ის, „დემოკრატიის მცველების", „საფარის" და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ანგარიშები.

პროკურატურა აცხადებს, რომ დაყადაღება მოხდა იმ სისხლის სამართლის გგამოძების ფარგლებში, რომლებიც მათ ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე დაიწყეს და რომელიც „საბოტაჟს ეხება".

 

საქართველო ამ საზიზღარი პრაქტიკების გარეშე გადარჩება", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics