2023-06-24 14:18:53, 1980 ნახვა
სხვადასხვა
ნუცა ბუზალაძემ დათო ხუჯაძემ და სხვა ქართველმა მომღერლებმა მოსკოვში იმღერეს - ვიდეო
რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მოსკოვში ქართველმა მომღერლებმა, სავარაუდოდ, ერთ-ერთ რესტორანში იმღერეს.
ვიდეოების ავტორი ვინმე ეკატერინე სტეფანოვა გახლავთ. ვიდეოში ჩანს, რომ ღონისძიებაზე იმყოფებიან საქართველოში მცხოვრები ქართველი შემსრულებლები, სოსო პავლიაშვილთან ერთად, "სამშობლოს" მღერიან: ნუცა ბუზალაძე, დათო ხუჯაძე, ხვიჩა მაღლაკელიძე და მიშო სულუხია.
"მადლობა, რომ ჩვენ ყველა ერთად ქართულად ვმღერით! ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ჩვენ ვიმარჯვებდით, ვიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ ყოველთვის", - რუსულ ენაზე ასე მიმართა პავლიაშვილმა შეკრებილ აუდიტორიას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,