10:33 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-09 00:14:30, 8503 ნახვა

სპორტი
ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას შთამბეჭდავი გამოსვლა ზამთრის ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე

ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა გუნდური ასპარეზობის თავისუფალ პროგრამაში ბრწყინვალედ იასპარეზეს

მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებენ ფიგურული ციგურაობის წარმომადგელები. ხუთი ფინალისტი ქვეყანა: აშშ, კანადა, იტალია, იაპონია და საქართველო გუნდურში ქულების გამომუშავებას დარჩენილ სამ დისციპლინაში შეუდგნენ.

ოლიმპიურ სარბიელზე პირველები გავიდნენ სპორტული წყვილები, მათ შორის ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა.

ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა თავისუფალ პროგრამაში საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზეს 139.70-ქულიანი შეფასება დაიმსახურეს და რაც მთავარია, უშუალო კონკურენტებს იტალიას და კანადას აჯობეს, ასევე ლიდერ აშშ-ს. საქართველოს წარმომადგენლებმა თავისუფალი პროგრამა მეორე ადგილით დახურეს. გარდა ამისა, გამოიმუშავეს გუნდური 9 ქულა.

ამ მომენტისთვის საქართველოს 41 ქულა აქვს და ხუთეულში მეოთხე ადგილზეა. 51 ქულით პირველზეა აშშ-ის გუნდი, შემდეგ მოდის იაპონია (49), იტალია (45), საქართველო და კანადა, რომელსაც ასევე 41 ქულა აქვს და დამატებითი მაჩვენებლით ვუსწრებთ.

ცოტა ხანში საკუთარ პროგრამას წარმოადგენს ანასტასია გუბანოვა, მოგვიანებით კი ნიკა ეგაძე იასპარეზებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics