12:38 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 11:05:22, 2237 ნახვა

კომენტარი
გია ცაგარეიშვილი: იური ვაზაგაშვილის მკვლელობა, მისი შვილის საშინელ მკვლელობასთან პირდაპირ კავშირშია

იური ვაზაგაშვილის მკვლელობა, მისი შვილის საშინელ მკვლელობასთან  პირდაპირ კავშირშია,-ამის შესახებ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა გია ცაგარეიშვილმა იური ვაზაგშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტთნ დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით,  საუბარი იმაზე, რომ საქმეს მალე გამოიძიებენ,  მისთვის არადამაჯერებელია, რადგან ცაგარეიშვილის განმარტებით, ასეთ ოპტიმისტურ შეფასებებს წლებია ისმენენ, თუმცა საქმეები  კვლავ გამოუძიებელია.

„ეს მკვლელობა, რა თქმა უნდა, არის პირდაპირ კავშირში იური ვაზაგაშვილის შვილის საშინელ მკვლელობასთან, რომელიც რამდენიმე წლის უკან იყო სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩადენილი. დღეს ჩვენ მოვისმინეთ რაღაც ოპტიმისტური შეფასებები, რომ საქმეს გამოიძიებენ. ასეთ ოპტიმისტურ განცხადებებს უკვე ვისმენ სამი წლის მანძილზე, მაგრამ ძალიან ბევრი საქმე მკვდარი წერტილიდან ვერ დაიძრა", - განაცხადა  გია ცაგარეიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ იური ვაზაგაშვილი მისი შვილის საფლავზე აფეთქდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ცხედარს  ამწუთებში ექსპერტიზა უტარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics