14:03 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-13 15:09:15, 1348 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი მზადაა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კონსულტაციების გზით შეირჩეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მზადაა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კონსულტაციების გზით შეირჩეს.

როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონსულტაციების  თვალსაზრისით, პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის ღიაა.

პრეზიდენტი ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებში ჩაერთონ, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, რაც მას  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საუკეთესო კანდიდატის დასახელებაში დაეხმარება.

„არც კონსტიტუციით, არც მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტს კონსულტაციების განხორციელების ვალდებულება არ გააჩნია. ამ კანდიდატურების დასახელება, მისი პირდაპირი პრეროგატივაა, თუმცა ჩვენ ნათლად ვაჩვენებთ, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში ვართ ღია კონსულტაციებისთვის. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ტრადიციაა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ღიაა როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის. უკვე იწყება კონსულტაციები. მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, როგორც სამოქალაქო სექტორში, ასევე პარლამენტში, ჩაერთონ ამ კონსულტაციებში და თავისი პოზიცია გაგვიზიარონ. ეს ჩვენ დაგვეხმარება იმ მიზნის განხორციელებაში, რომ დავასახელოთ საკუეთესო კანდიდატი. მე დაინტერესებული ვარ, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის და ექსპერტების შეხედულებით. ბუნებრივია გადაწყვეტილების სირთულე პრეზიდენტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ინსტიტუტს დააწვება, მაგრამ კონსულტაციები ჩემთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics